როგორ პოზირებენ ოკუპირებულ ქართულ ვენახებსა და ბაღებში რუსი ოკუპანტების ცოლები - 25 სექტემბერში 2013 - S T O P R U S S I A ! - ჩემი საქართველო





ქართული პატრიოტული ჯგუფი ,,ჩემი საქართველო''
სიახლეები უკრაინიდან!
საიტი გადადის ახალ მისამართზე შემოგვიერთდით!


კატეგორია

studio GEORGIA film
studio GEORGIA film



ბოლო კომენტარები


გამოკითხვა
  • უნდა მივიღოთ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში?

    სულ: 57
     


მთვლელი
  • სიახლეები: 817
    სტატიები: 387
    გადმოწერები: 114
    STOP RUSSIA!: 13

    ფოტო: 221

    ფორუმი: 18/19

    კომენტარი: 3437
    ბმულები: 25
    მოითხოვე!: 39




რეკლამა
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 25 » როგორ პოზირებენ ოკუპირებულ ქართულ ვენახებსა და ბაღებში რუსი ოკუპანტების ცოლები
11:08 AM
როგორ პოზირებენ ოკუპირებულ ქართულ ვენახებსა და ბაღებში რუსი ოკუპანტების ცოლები
„ზონა news" ექსკლუზიურად გთავაზობთ ოკუპირებულ სამაჩაბლოში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში განთავსებულ საცხოვრებელ სამხედრო ქალაქებსა და ოკუპირებულ ქართულ სოფლებში გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც რუსი ოკუპანტების ცოლებმა რუსულ ინტერნეტსივრცეში, სხვადასხვა სოციალური ქსელის პროფილებში ატვირთეს. 
შესაძლებელია, საქართველოს ბევრმა მოქალაქემ, ცხინვალის რეგიონიდან დევნილმა, მშობლიური ან მეზობელი სოფელი ამოიცნოს, შესაძლოა, ბავშვობიდან ნაცნობ ადგილებს შეხვდეს ფოტოებზე და თუ ასე მოხდა, "ზონანიუსი” წინასწარ გიხდით ბოდიშს იმ მძიმე განცდის გამო, რასაც ეს ფოტოები აღგიძრავთ, თუმცა, ვთვლით, რომ ეს ფოტოები ყველამ უნდა ნახოს. 
რუსი ოკუპანტი ოფიცრები და მათი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით მათი ცოლები პოზირებენ ყველგან, სამხედრო დასახლების ფარგლებს მიღმაც: ვენახში, ყანაში, აყვავებულ ხეხილის ბაღში, მსხმოიარე ატმებისა და ვაშლის ხეებთან, თვალწარმტაც ადგილებში, თქვენ წარმოიდგინეთ, რუსული მოიერიშეების მიერ დაბომბილ, დანგრეულ, ოდესღაც ქართველების კუთვნილ ნასახლარებზე…
პოზირებენ ნიშნისმოგებით, ირონიული ღიმილით სახეებზე, და თითქმის ყველა თვლის ვალდებულად თავს, საოჯახო ფოტო გადაიღოს აბრასთან, რომელსაც აწერია „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა", ასევე აბრასთან, სადაც აღნიშნულია, რომ 50 მეტრს იქით „სახელმწიფო საზღვარი" იწყება…
555
ფოტოების უმრავლესობა ახმაჯის სამხედრო ბაზაზეა გადაღებული, რომელიც ლამისყანასა და ახალგორს შორის მდებარეობს. ალბომებს ჯიუტად ჰქვია „იუჟნაია ოსეტია", მხოლოდ რამდენიმეგან, სადაც „გუგლის" ლოკაციის სისტემაა გამოყენებული, ფოტოებზე ასევე ჯიუტადაა მინიშნებული სიმართლე: „შიდა ქართლის რეგიონი, საქართველო".
ამასთან, ფოტოებში ისიც იკითხება, რა დონეზეა მოშლილი დისციპლინა ახმაჯის სამხედრო ნაწილში: ერთგან ფოტოზე სადარაჯო კოშკურაზე მოზარდი ადის და პოზირებს, მეორეგან კი ტყვიის შესაკავებელი ქვიშით სავსე ტომრებით აგებული თავშესაფრიდან ოფიცრის ცოლი იღიმება…
           
კატეგორია: STOP RUSSIA | ნანახია: 155 | დაამატა: ადმინქართველი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მართვა
სიახლეები უკრაინიდან
პირდაპირი live

  • უთხარი არა ოკუპაციას!

  • იმოქმედე!
  • რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც თავის მოქალაქეებს მხოლოდ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იცავს!!!
  • უნდა მივიღოთ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში?

    სულ: 57
     


სიახლე




  • სტატისტიკა

    • free counters


    • სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0



რეკლამა

 
500
ქართული პატრიოტული ჯგუფი ,,ჩემი საქართველო"
© 2008-2016წ.©GEORGIAN PATRIOTIC GROUP ,,MY GEORGIA"
ადმინისტრატორი: ადმინქართველი მედიატორი: მედიატორი ელ. ფოსტა: adminqartveli@gmail.com ; საიტის დიზაინი GPG ,,MY GEORGIA"
საიტზე განთავსებული მასალების კოპირება სხვა საიტებზე, ან გამოყენება სხვა ფორმით, ნებადართულია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციის ნებართვით!
საიტი ჩაშვებულია 2008 წლის 3 ოქტომბრიდან; გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები