გილოცავთ ბზობას! - 7 აპრილში 2012 - ჩემი საქართველო





ქართული პატრიოტული ჯგუფი ,,ჩემი საქართველო''
სიახლეები უკრაინიდან!
საიტი გადადის ახალ მისამართზე შემოგვიერთდით!


დამატებითი მენიუ
  • ხუთშაბათი, 08/12/2016

კატეგორია

studio GEORGIA film
studio GEORGIA film



ბოლო კომენტარები


გამოკითხვა
  • თქვენი სტატუსი?

    სულ: 497
     


მთვლელი
  • სიახლეები: 817
    სტატიები: 387
    გადმოწერები: 114
    STOP RUSSIA!: 13

    ფოტო: 221

    ფორუმი: 18/19

    კომენტარი: 3437
    ბმულები: 25
    მოითხოვე!: 39




რეკლამა
მთავარი » 2012 » აპრილი » 7 » გილოცავთ ბზობას!
7:08 PM
გილოცავთ ბზობას!
  www.qartveli.ucoz.com გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
   მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.
    „…ერი მრავალი, რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესო მოვალს იერუსალემდ, მოიღეს რტოები დანაკის კუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!", – ასე აღწერს იოანე მახარებელი მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის ამბავს.

    მაცხოვრის შესვლა იესუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა. უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს უფალს. ეს ზეიმი წინასწარ არავის მოუმზადებია, ის ადამიანთა ყველაზე წმინდა, ყველაზე წრფელი გრძნობების უეცარი და, შეიძლება ითქვას, უფლის მიერ შთაგონებული გამოხატულება იყო. ასე ხდება, როცა ადამიანი ხარობს ღვთის დიდებულებისა და მისთა საკვირველთა საქმეთა გამო.

    ამავე დროს, წმიდა სახარება საცნაურს ხდის იმ ფაქტს, რომ უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, ყოველთვის გაურბოდა მიწიერ პატივსა და დიდებას. ის თავმდაბლობითა და სიმშვიდით იფარავდა თავს ამქვეყნიური ზეობისაგან.

     როდესაც მაცხოვარი მიუახლოვდა ბეთბაგესა და ბეთანიის მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, ორი მოწაფე უახლოეს სოფელში გაგზავნა, რათა მიეყვანათ მისთვის შესასვლელშივე დაბმული ვირი და ჩოჩორი, რომლის ზურგზეც ჯერ არავინ მჯდარიყო. მოციქულებმა ბრძანება შეასრულეს. ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება ზაქარიასი: „და პოვა იესო ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს: ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცვსა ვირისასა" (იოანე 12, 14-15).

    იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალი ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!" (მათე 21, 9).

    ბზის ან პალმის მშვენიერებით ეკლესია უფრო ცხოვლად გამოხატავს უფლის დიდებით შესვლად იერუსალიმში. ეს დიდი ხნის ტრადიციაა. V საუკუნის სასულიერო მოღვაწე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი წმიდა პროკლე, თავის ერთ-ერთ სიტყვაში ასე ამბობს: „ხელთ ვიპყრათ პალმის ტოტები და შევეგებოთ დიდებით მომავალს უფალს ჩვენსას".

    ღმერთი კი ყოველ ჩვენგანს სთხოვს, სულიერად შეეგებოს მას, სამოსლის ნაცვლად გული გაუფინოს კიცვზე მჯდომ მეუფეს, მხურვალე ლოცვა და თაყვანისცემა კი ბზის ტოტებივით მიართვას და ისე მიიღოს უფალი საკუთარ სულში, როგორც იერუსალიმში.

     იერუსალიმს დიდებით შესვლით უფალმა მორწმუნეებს სიყვარულის გამომჟღავნების საშუალება მისცა, ხოლო მოძულეებსა და მტრებს – მისი შეცნობისა და სინანულად მოქცევისა.

www.qartveli.ucoz.com ის ადმინისტრაცია სრულიად საქართველოს გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ბზობის მადლი შეგეწიოთ!

მიმაგრება:
კატეგორია: ჩვენ | ნანახია: 234 | დაამატა: ადმინქართველი | ტეგები: გილოცავთ ბზობას! | რეიტინგი: 0.0/0
მსგავსი სიახლეები:


სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მართვა
სიახლეები უკრაინიდან
პირდაპირი live

  • უთხარი არა ოკუპაციას!

  • იმოქმედე!
  • რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც თავის მოქალაქეებს მხოლოდ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იცავს!!!
  • უნდა მივიღოთ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში?

    სულ: 57
     


სიახლე




  • სტატისტიკა

    • free counters


    • სულ ონლაინში: 3
      სტუმარი: 3
      მომხმარებელი: 0



რეკლამა

 
500
ქართული პატრიოტული ჯგუფი ,,ჩემი საქართველო"
© 2008-2016წ.©GEORGIAN PATRIOTIC GROUP ,,MY GEORGIA"
ადმინისტრატორი: ადმინქართველი მედიატორი: მედიატორი ელ. ფოსტა: adminqartveli@gmail.com ; საიტის დიზაინი GPG ,,MY GEORGIA"
საიტზე განთავსებული მასალების კოპირება სხვა საიტებზე, ან გამოყენება სხვა ფორმით, ნებადართულია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციის ნებართვით!
საიტი ჩაშვებულია 2008 წლის 3 ოქტომბრიდან; გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები