მედვედევმა ”ფეისბუქის” გვერდი დაუბლოკა - 26 თებერვალში 2012 - ჩემი საქართველო





ქართული პატრიოტული ჯგუფი ,,ჩემი საქართველო''
სიახლეები უკრაინიდან!
საიტი გადადის ახალ მისამართზე შემოგვიერთდით!


კატეგორია

studio GEORGIA film
studio GEORGIA film



ბოლო კომენტარები


გამოკითხვა
  • რატომ რეგისტრირდებით ჩვენს საიტზე?

    სულ: 354
     


მთვლელი
  • სიახლეები: 817
    სტატიები: 387
    გადმოწერები: 114
    STOP RUSSIA!: 13

    ფოტო: 221

    ფორუმი: 18/19

    კომენტარი: 3437
    ბმულები: 25
    მოითხოვე!: 39




რეკლამა
მთავარი » 2012 » თებერვალი » 26 » მედვედევმა ”ფეისბუქის” გვერდი დაუბლოკა
9:12 PM
მედვედევმა ”ფეისბუქის” გვერდი დაუბლოკა
დიმიტრი მედვედევმა ქართველ ბლოგერებს ”ფეისბუქის” გვერდი დაუბლოკა

"როგორც ჩანს, ოკუპანტებს ჩვენი ეშინიათ, ისინი შლიან ჩვენს კომენტარებს. ჩვენი ძალა ერთობაშია", - ეს განცხადება მას შემდეგ გაჩნდა ”ფეისბუქზე”, რაც საქართველოში მცხოვრებმა ბლოგერებმა რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ”ფეისბუქის” გვერდი საპროტესტო განცხადებებით "დაბომბეს".
მოგეხსენებათ, დღეს რუსეთი "მამულის დამცველთა დღეს" აღნიშნავს. შესაბამისად, რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, რომელიც ”ფეისბუქის” აქტიური მომხმარებლია, თავის გვერდზე საქართველოდან ასეთი სახის გზავნილები მიიღო:
რუსუდან ცისკრელი: მოვითხოვ რუსული საოკუპაციო ჯარების საქართველოს საზღვრებიდან გაყვანას!
ზურაბ მელუა: ოკუპანტებო, გაეთრიეთ საქართველოდან!
გიორგი სოხუმი ჯახაია: დიმიტრი ანატოლის ძევ, მესმის, რომ სამწუხაროდ თქვენ მხოლოდ ნომინალური მთავარსარდალი ხართ, მაგრამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას თქვენ მოაწერეთ ხელი. ამიტომ თქვენ მოგმართავთ: გაიყვანეთ საოკუპაციო ჯარები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან და მეგობრულად დავშორდეთ.
ნანა მალიშავა: დიმიტრი ანატოლის ძევ! თქვენ ალბათ იცით, რომ ადამიანს ერთი დედა ყავს და ერთი სამშობლო აქვს. დამიბრუნეთ თუ შეიძლება ჩემი სამშობლო, ჩემი აფხაზეთი.
ნიკა რამიშვილი: აქ ჩემი სოფელი, ქურთა იყო. ცხინვალთან ახლოს (დადებული აქვს სახლის ფოტო). დაგვანებეთ თავი..
ანდრეი იაკოვენკო: თქვენ საკმაო ტერიტორიები გაქვთ. იქ გახადეთ ადამიანები ბედნიერი. წადით საქართველოდან!
აშკარა ულტიმატუმის შემცველი შეტყობინებების გარდა, რუსეთის პრეზიდენტმა დღეს საქართველოდან გულშემატკივართა გზავნილებიც მიიღო. თუმცა პირველნი აშკარად ჭარბობდნენ. ამიტომ პრეზიდენტის გვერდიდან ქართული კომენტარების წაშლა დაიწყეს. რაზეც ერთ-ერთმა ბლოგერმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
გიორგი სოხუმი ჯახაია: ბატონო მედვედევ, თქვენები კომენტებს ადმინისტრირებას უკეთებენ, მაგრამ ამით პრობლემას ვერ გადაწყვეტთ. დღეს თუ არა, ხვალ რუსეთს მოუწევს საქართველოდან ჯარების გაყვანა. უკვე მთელ მსოფლიოში საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთი ოკუპანტია, თავად რუსეთშიც ბევრს ესმის ეს. ასე რომ, დაფიქრდით და ისევ თქვენი სამშობლოსათვის გააკეთეთ სიკეთე - გაიყვანეთ საოკუპაციო ჯარები საქართველოდან.
”ამბები.გე” აქციის ინიციატორს, ბლოგერ გიორგი ჯახაიას დაუკავშირდა, რომელმაც გვაცნობა, რომ ბლოგერებმა გადაწყვიტეს, რუსეთში "მამულის დამცველთა დღესთან" დაკავშირებით მედვედევის გვერდზე საოკუპაციო ჯარების გაყვანის მოთხოვნის შემცველი კომენტარები შეთანხმებულად დაედოთ, თანაც წინასწარ მოილაპარაკეს, რომ არც ერთი კომენტარი ეთიკის საზღვრებს არ გასცილებოდა. მას შემდეგ, რაც კომენტარებმა რამდენიმე ასეულს გადააჭარბა, პრეზიდენტის ”ფეისბუქის” გვერდიდან მათი წაშლა დაიწყეს, თუმცა კომენტარი იმდენი იყო, რომ წაშლასაც ვეღარ აუდიოდნენ, ამიტომ 17 საათზე პრეზიდენტის გვერდი საქართველოს ინტერნეტმომხმარებელთათვის დაბლოკეს.
ბლოგერმა გვაცნობა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ”ფეისბუქის” გვერდის საქართველოსთვის დაბლოკვის შემდეგ, ქართველ ბლოგერებს უკრაინაში მცხოვრებმა თანამემამულეებმა კომენტარების საქართველო-უკრაინა-რუსეთის "ტრანზიტი" შესთავაზეს. 
დავით შალიკაშვილი
მიმაგრება:
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 162 | დაამატა: ადმინქართველი | ტეგები: მედვედევმა ქართველ ბლოგერებს ”ფეისბ | რეიტინგი: 0.0/0
მსგავსი სიახლეები:


სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მართვა
სიახლეები უკრაინიდან
პირდაპირი live

  • უთხარი არა ოკუპაციას!

  • იმოქმედე!
  • რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც თავის მოქალაქეებს მხოლოდ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იცავს!!!
  • უნდა მივიღოთ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში?

    სულ: 57
     


სიახლე




  • სტატისტიკა

    • free counters


    • სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0



რეკლამა

 
500
ქართული პატრიოტული ჯგუფი ,,ჩემი საქართველო"
© 2008-2016წ.©GEORGIAN PATRIOTIC GROUP ,,MY GEORGIA"
ადმინისტრატორი: ადმინქართველი მედიატორი: მედიატორი ელ. ფოსტა: adminqartveli@gmail.com ; საიტის დიზაინი GPG ,,MY GEORGIA"
საიტზე განთავსებული მასალების კოპირება სხვა საიტებზე, ან გამოყენება სხვა ფორმით, ნებადართულია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციის ნებართვით!
საიტი ჩაშვებულია 2008 წლის 3 ოქტომბრიდან; გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები