პროტესტი სოჭის ოლიმპიადას - 8 ოქტომბერში 2013 - ჩემი საქართველო





ქართული პატრიოტული ჯგუფი ,,ჩემი საქართველო''
სიახლეები უკრაინიდან!
საიტი გადადის ახალ მისამართზე შემოგვიერთდით!


კატეგორია

studio GEORGIA film
studio GEORGIA film



ბოლო კომენტარები


გამოკითხვა
  • რამდენად უსმენთ რადიო ,,არგოს"?

    სულ: 228
     


მთვლელი
  • სიახლეები: 817
    სტატიები: 387
    გადმოწერები: 114
    STOP RUSSIA!: 13

    ფოტო: 221

    ფორუმი: 18/19

    კომენტარი: 3437
    ბმულები: 25
    მოითხოვე!: 39




რეკლამა
მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 8 » პროტესტი სოჭის ოლიმპიადას
3:17 PM
პროტესტი სოჭის ოლიმპიადას

საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი ხელისუფლებას მიმართავს პეტიციით და მოითხოვს, ხელისუფლებამ უარი თქვას სოჭი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე.

პეტიციის ადრესატები არიან პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ასევე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი.

"გვსურს, მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, შეცვალონ გადაწყვეტილება სოჭის ოლიმპიადაში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც რუსეთის ხელისუფლება სისტემატურად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას და ახდენს საოკუპაციო ზოლის გადმოწევას, ვთვლით, რომ ყოვლად გაუმართლებელი იქნება საქართველოს მონაწილეობა სოჭის 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებში. უკანასკნელი თვეების განმავლობაში საოკუპაციო ძალების ქმედებების შედეგად, დე ფაქტო საზღვრის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე წვდომისა და სასმელ-სარწყავი წყლის გარეშე აღმოჩნდა. აღნიშნული ქმედებით რუსეთის ხელისუფლება ცდილობს კონფლიქტის ზონასთან ახლოს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროებას და საკუთარი სოფლებიდან განდევნას. ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო შეურაცხყოფას ემსახურება რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2008 წლის აგვისტოს ომის ე.წ. გმირი აანთებს ოლიმპიურ ჩირაღდანს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის პროტესტის გამოცხადება იქნება საქართველოს ხელისუფლების ადეკვატური ნაბიჯი და პასუხი რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებებისა და საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფაზე.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოხატოს პროტესტი რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის საზიანოდ განხორციელებული ქმედებების წინააღმდეგ. სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარის თქმა იქნება მსოფლიო თანამეგობრობისადმი გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

იმედს ვიტოვებთ, ქვეყნის ხელისუფლება რეაგირების გარეშე არ დატოვებს ხელმომწერთა მოწოდებას", - წერია პეტიციაში, რომელიც დღეს, 8 ოქტომბერს, ონლაინსივრცეში გავრცელდა. მასზე ხელმოწერის დატოვება ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია.

შექმნიდან რამდენიმე წუთში პეტიციას უკვე რამდენიმე ათეული ხელმომწერი ჰყავს, რომელთა შორის არიან: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია, იურისტი თამარ გურჩიანი და ა.შ.

წყარო: http://www.tabula.ge

მიმაგრება:
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 175 | დაამატა: ადმინქართველი | ტეგები: პროტესტი სოჭის ოლიმპიადას | რეიტინგი: 0.0/0
მსგავსი სიახლეები:


სულ კომენტარები: 1

1. merabi (22/10/2013 10:44 AM) [მასალა]
Spam
stop russia!!! geo
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მართვა
სიახლეები უკრაინიდან
პირდაპირი live

  • უთხარი არა ოკუპაციას!

  • იმოქმედე!
  • რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც თავის მოქალაქეებს მხოლოდ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იცავს!!!
  • უნდა მივიღოთ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში?

    სულ: 57
     


სიახლე




  • სტატისტიკა

    • free counters


    • სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0



რეკლამა

 
500
ქართული პატრიოტული ჯგუფი ,,ჩემი საქართველო"
© 2008-2016წ.©GEORGIAN PATRIOTIC GROUP ,,MY GEORGIA"
ადმინისტრატორი: ადმინქართველი მედიატორი: მედიატორი ელ. ფოსტა: adminqartveli@gmail.com ; საიტის დიზაინი GPG ,,MY GEORGIA"
საიტზე განთავსებული მასალების კოპირება სხვა საიტებზე, ან გამოყენება სხვა ფორმით, ნებადართულია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციის ნებართვით!
საიტი ჩაშვებულია 2008 წლის 3 ოქტომბრიდან; გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები