სასწავლო-სამეცნიერო სკოლა - 9 სექტემბერში 2013 - ჩემი საქართველო





ქართული პატრიოტული ჯგუფი ,,ჩემი საქართველო''
სიახლეები უკრაინიდან!
საიტი გადადის ახალ მისამართზე შემოგვიერთდით!


დამატებითი მენიუ
  • ოთხშაბათი, 07/12/2016

კატეგორია

studio GEORGIA film
studio GEORGIA film



ბოლო კომენტარები


გამოკითხვა
  • უნდა მივიღოთ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში?

    სულ: 57
     


მთვლელი
  • სიახლეები: 817
    სტატიები: 387
    გადმოწერები: 114
    STOP RUSSIA!: 13

    ფოტო: 221

    ფორუმი: 18/19

    კომენტარი: 3437
    ბმულები: 25
    მოითხოვე!: 39




რეკლამა
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 9 » სასწავლო-სამეცნიერო სკოლა
12:42 PM
სასწავლო-სამეცნიერო სკოლა
სასწავლო-სამეცნიერო სკოლა მოსწავლეებისათვის გამოყენებით მათემატიკაში

  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, მათემატიკასა და ინფორმატიკაში თბილისის საერთაშორისო ცენტრი და თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი ატარებენ მათემატიკის სასწავლო-სამეცნიერო სკოლას მოსწავლეებისათვის „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ".
 სკოლა უკვე მესამედ ჩატარდა. პროექტში მონაწილეობას იღებენ მოსწავლეები მე-6-დან მე-12 კლასის ჩათვლით, 4 ჯგუფი, 10-10 მოსწავლე ჯგუფში, სულ 40 მოსწავლე. 

  პროექტი „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ" ისახავს მიზნად გააცნოს სკოლის მოსწავლეებს მათემატიკის გამოყენებითი ასპექტები, მოაწყოს შეხვედრები ცნობილ მეცნიერებთან, ჩართოს დაინტერესებული მოსწავლეები სამეცნიერო მუშაობაში (შესაძლებლობის ფარგლებში).

  უკანასკნელად, 2013 წლის 1 – 12 ივლისს, სკოლის მუშაობაში ჩართულნი იყვნენ არა მარტო საქართველოს, არამედ თურქეთის რესპუბლიკის მოსწავლეებც. მათ მასწავლებელი და რამდენიმე ჟურნალისტიც ახლდათ, რომლებიც დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ სკოლის მიმდინარეობას.

  სკოლა წარმატებით ჩატარდა, სტუმრები მასპინძელ მოსწავლეებთან ერთად ესწრებოდნენ ლექციებს, სხვადასხვა მეცადინეობებს. სპეციალურად მათთვის მოეწყო ექსკურსიები თბილისის, ახალციხის მუზეუმებში. მონაწილეობა მიიღეს კონსერვატორიაში ჩატარებულ კონცერტში. დაათვალიერეს ქ.ჭიათურაში აღმოჩენილი კარსტული მღვიმე, რომელსაც უნივერსიტეტის საპატივსაცემოდ, "თსუ-95” სახელი აქვს მინიჭებული.

 თურქი მოსწავლეების მონაწილეობამ თბილისში ჩატარებულ მათემატიკის სასწავლო-სამეცნიერო სკოლაში ართვინის მხარის საზოგადოების დიდი ყურადღება და ინტერესი გამოიწვია. თურქმა ჟურნალისტებმა ფართოდ გააშუქეს ეს მოვლენა.

 მოსწავლეებისათვის განკუთვნილი მათემატიკის სასწავლო-სამეცნიერო სკოლის „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ" ქართველი და თურქი ინიციატორები შეხვედრების მასშტაბის გაფართოებასა და გამრავალფეროვნებას გეგმავენ.
მიმაგრება:
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 134 | დაამატა: ადმინქართველი | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
მსგავსი სიახლეები:


სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მართვა
სიახლეები უკრაინიდან
პირდაპირი live

  • უთხარი არა ოკუპაციას!

  • იმოქმედე!
  • რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც თავის მოქალაქეებს მხოლოდ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იცავს!!!
  • უნდა მივიღოთ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში?

    სულ: 57
     


სიახლე




  • სტატისტიკა

    • free counters


    • სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0



რეკლამა

 
500
ქართული პატრიოტული ჯგუფი ,,ჩემი საქართველო"
© 2008-2016წ.©GEORGIAN PATRIOTIC GROUP ,,MY GEORGIA"
ადმინისტრატორი: ადმინქართველი მედიატორი: მედიატორი ელ. ფოსტა: adminqartveli@gmail.com ; საიტის დიზაინი GPG ,,MY GEORGIA"
საიტზე განთავსებული მასალების კოპირება სხვა საიტებზე, ან გამოყენება სხვა ფორმით, ნებადართულია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციის ნებართვით!
საიტი ჩაშვებულია 2008 წლის 3 ოქტომბრიდან; გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები