ტეუტა 0-3 მეტალურგი - 5 ივლისში 2012 - ჩემი საქართველო





ქართული პატრიოტული ჯგუფი ,,ჩემი საქართველო''
სიახლეები უკრაინიდან!
საიტი გადადის ახალ მისამართზე შემოგვიერთდით!


დამატებითი მენიუ
  • ხუთშაბათი, 08/12/2016

კატეგორია

studio GEORGIA film
studio GEORGIA film



ბოლო კომენტარები


გამოკითხვა
  • უნდა მივიღოთ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში?

    სულ: 57
     


მთვლელი
  • სიახლეები: 817
    სტატიები: 387
    გადმოწერები: 114
    STOP RUSSIA!: 13

    ფოტო: 221

    ფორუმი: 18/19

    კომენტარი: 3437
    ბმულები: 25
    მოითხოვე!: 39




რეკლამა
მთავარი » 2012 » ივლისი » 5 » ტეუტა 0-3 მეტალურგი
10:50 PM
ტეუტა 0-3 მეტალურგი
ტეუტა

0-3მეტალურგი
   მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, "მეტალურგი" კი უზარმაზარი უპირატესობის გოლად ქცევას ვერ ახერხებდა.

რუსთაველთა თავკაცმა კობა ჟორჟიკაშვილმა 75-ე წუთზე მოედანზე გუნდის "ჯოკერი", დიმიტრი ტატანაშვილი შეუშვა და მანაც მწვრთნელს იმედები სულ რაღაც ორიოდე წუთში გაუმართლა.

ამ გოლმა მოჯადოებული წრე გაარღვია და დარჩენილ წუთებში "მეტალურგის" ფეხბურთელებმა, რომლებმაც მანამდე უამრავი საგოლე მომენტი გააფუჭეს, დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი სიზუსტე გამოიჩინეს.


   რევაზ გეწაძის გოლმა მასპინძლები უშანსოდ დატოვა, "საკონტროლო გასროლა" კი გივი კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანი დარტყმით განახორციელა.


  სასიხარულოა, რომ "მეტალურგი" ევროტურნირების სტარტს ჩინებული ფორმით შეხვდა. რაღა თქმა უნდა, "ტეუტა" საკმაოდ სუსტი გუნდია, მაგრამ საერთაშორისო ტურნირზე სამბურთიანი უპირატესობით გამარჯვება, მით უფრო, სტუმრად, ხუმრობა საქმე ნამდვილად არ არის.

უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი უკვე ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა, სადაც გაცილებით სოლიდური მეტოქე, ჩეხური "პლზენი" ელოდება.

ამის მიუხედავად, "მეტალურგის" თამაშის ხარისხმა იმედი მოგვცა, რომ რუსთაველები შემდეგ მოწინააღმდეგეს ღირსეულად შეებრძოლებიან და თავისი წილი შანსის გამოყენებას შეეცდებიან.

მანამდე კი "ტეუტას" ძლევა თბილისშიც აუცილებელია - ამით "მეტალურგი" თავადაც შეიმატებს ძალიან მნიშვნელოვან სარეიტინგო ქულებს და საერთო ქართულ ყულაბაშიც საკუთარ შენატანს განახორციელებს.

   ახლა კი "მეტალურგს" ეფექტური გამარჯვება უნდა მივულოცოთ და შემდეგი მეტოქის დაძლევაც ვუსურვოთ.

ევროპის ლიგა.
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
5.07. დურესი. ნიკო დოვანა. 1 000 მაყურებელი
ტეუტა-მეტალურგი 0:3


0:1 ტატანაშვილი (77),
0:2 გეწაძე (84),
0:3 კვარაცხელია (90. პენ.)


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მიმაგრება:
კატეგორია: სპორტი | ნანახია: 296 | დაამატა: ადმინქართველი | ტეგები: ტეუტა - მეტალურგი | რეიტინგი: 0.0/0
მსგავსი სიახლეები:


სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მართვა
სიახლეები უკრაინიდან
პირდაპირი live

  • უთხარი არა ოკუპაციას!

  • იმოქმედე!
  • რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც თავის მოქალაქეებს მხოლოდ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იცავს!!!
  • უნდა მივიღოთ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში?

    სულ: 57
     


სიახლე




  • სტატისტიკა

    • free counters


    • სულ ონლაინში: 2
      სტუმარი: 2
      მომხმარებელი: 0



რეკლამა

 
500
ქართული პატრიოტული ჯგუფი ,,ჩემი საქართველო"
© 2008-2016წ.©GEORGIAN PATRIOTIC GROUP ,,MY GEORGIA"
ადმინისტრატორი: ადმინქართველი მედიატორი: მედიატორი ელ. ფოსტა: adminqartveli@gmail.com ; საიტის დიზაინი GPG ,,MY GEORGIA"
საიტზე განთავსებული მასალების კოპირება სხვა საიტებზე, ან გამოყენება სხვა ფორმით, ნებადართულია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციის ნებართვით!
საიტი ჩაშვებულია 2008 წლის 3 ოქტომბრიდან; გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები