სიხშირული დიაპაზონი - დისკუსია - მე მიყვარს მათემატიკა - სტატიები - ჩემი საქართველო





ქართული პატრიოტული ჯგუფი ,,ჩემი საქართველო''
სიახლეები უკრაინიდან!
საიტი გადადის ახალ მისამართზე შემოგვიერთდით!


კატეგორია

studio GEORGIA film
studio GEORGIA film



ბოლო კომენტარები


გამოკითხვა
  • რატომ რეგისტრირდებით ჩვენს საიტზე?

    სულ: 354
     


მთვლელი
  • სიახლეები: 817
    სტატიები: 387
    გადმოწერები: 114
    STOP RUSSIA!: 13

    ფოტო: 221

    ფორუმი: 18/19

    კომენტარი: 3437
    ბმულები: 25
    მოითხოვე!: 39




რეკლამა
მთავარი » სტატიები » მე მიყვარს მათემატიკა » დისკუსია

სიხშირული დიაპაზონი
1. როდის იქნა აღმოჩენილი ელექტრომაგნიტური ტალღა?


1888 წელს ჰენრიხ ჰერცმა მიაგნო ელექტრომაგნიტური რადიოტალღის მოძებნის და აღმოჩენის მეთოდს.

1895 წლის 25 აპრილს რუსმა მეცნიერმა ალექსანდრ სტეფანეს ძე პოპოვმა გააკეთა მოხსენება, რომელიც ეძღვნებოდა ელექტრომაგნიტური ტალღების გამოსხივების გამოყენების მეთოდს, ინფორმაციის შემცველი ელექტრული სიგნალების უსადენო გადაცემისათვის. 1896 წლის მარტში ა.ს. პოპოვმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელშიც 250 მეტრზე გადასცა ორ სიტყვიანი რადიოგრამა ,,ჰენრიხ ჰერცი”. მიუხედავად ამისა, რადიოს გამომმგონებლად მთელი მსოფლიო თვლის იტალიელ მარკონის, რომელმაც პირველმა დააპატენტა ეს გამოგონება. შედეგად, ინგლისის სამხედრო ძალებისთვის ჩამოყალიბდა კომპანია ,,მაკონი”.



2. როდის იწყება უსადენო კავშირის ისტორია?



უსადენო კავშირის ისტორია იწყება 1901 წელს. ამავე წლის ივლისში, ინგლისურმა კომპანია ,,მაკონმა” შეძლო გადაეცა სიგნალები ინგლისის სადგურ პოლდიუდან სენტ-ჯონსის სადგურამდე, რომელიც მდებარეობდა ნიუფაუნდლენდში. თვითონ კომპანია 20-ე საუკუნის დასაწყისისთვის იყო ერთადერთი, რომელიც ახორციელებდა სადენიან საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირს. სიგნალები ყოველდღიურად გადაიცემოდა კაბელებით, რომელიც ჩადებული იყო აშშ-სა და ევროპას შორის.

1912 წელს სახელმწიფოს ხელშეწყობის ქვეშ ჩამოყალიბებული იქნა რუსულ-ინგლისური რადიოტელეგრაფული საზოგადოება ,,მაკონთან” თანამშრომლობით, რომელმაც თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა დაემონტაჟებინა ძლიერი რეტრასლატორული ანძები რუსეთის ტერიტორიაზე. სადგურების საშუალებით, რომლებიც დადგმული იყო მოსკოვში, ოდესაში, პეტერბურგსა და ვარშავაში დღე-ღამის განმავლობაში 20 000 სიტყვამდე გადიოდა.

პირველი, ყველაზე მძლავრი რადიოსატელეგრაფო სადგური ააგეს გასული საუკუნის დასაწყისში ჩრდილოეთ ირლანდიაში, მისი სიმძლავრე შეადგენდა 500 კვტ. შემდეგი გახდა კოლტანოს სადგური იტალიაში, რომელიც უზრუნველყოფდა კავშირს აშშ-ს, ინგლისს, ინდოეთის, ესპანეთის და აფრიკის ზოგიერთ კოლონიებს შორის.

კავშირგაბმულობის ინგლისური მაგნატი ,,მაკონი” მოქმედებდა ასევე ეგვიპტეში, სამხრეთ აფრიკაში, ინდოეთში, სინგაპურში, ესპანეთში, ჩილეში, საბერძნეთში, დანიაში, ბრაზილიაში, თურქეთში და ა.შ. უსადენო კავშირის მოწყობილობები დამონტაჟდა ადგილობრივ იახტებზე, სავაჭრო და სამხედრო გემებზე - რადიო კავშირში ჩართული გახდა ოთხას პორტზე მეტი. ინგლისში მთელი სამხედრო ფლოტი აღიჭურვა რადიოკავშირით. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ესპანეთის იმ დროინდელმა მეფე ალფონსმა პირადად გახსნა უსადენო ანძა, რომელიც აკავშირებდა ნახევარკუნძულებს ბოლევარსკის და კანარის კუნძულებთან.

საუბრის ღირებულება ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის შეადგენდა 7,5 პენს ყოველ ხუთ წუთზე. მოთხოვნამ რადიოკავშირზე დაიწყო მუდმივი ზრდა. მაგალითად, კანადასა და ბრაზილიაში არსებობდა გაზეთები, რომლებიც ინფორმაციას (ამინდსა და ა.შ.) სრულად იღებდნენ მხოლოდ და მხოლოდ ,,მაკონის” უსადენო რადიოკავშირის საშუალებით. ახალი კავშირის დახმარებით ასევე დაიწყო კორესპონდენციების გადაცემა, მომხმარებელს უწევდა გადაეხადა თითოეული გადაცემული სიტყვისათვის.

1921 წელს დეტროიტის პოლიციამ აშშ-ში, მიიღო საშუალება გამოეყენებინა მობილური კავშირი ავტომობილებში. გამოიყენებოდა სიხშირეები დაახლებით 2 მჰც დიაპაზონში, კავშირი იყო არასაიმედო და ვერ უზრუნველყოფდა უწყვეტ მომსახურებას.



3. როდის იწყება ფიჭური კავშირის რეალური ისტორია?



ფიჭური კავშირის რეალური ისტორია სათავეს იღებს 1946 წელს, ქალაქ სანტ-ლუისში, აშშ-ში. შეგახსენებთ, რომ ფიჭური ტელეფონი წარმოადგენს დუპლექსურ რადიოსადგურს, რომელიც აწარმოებს გაცვლას სხვადასხვა სიხშირეებზე. დამატებით მიმღები და გადამცემი ნაწილი, უზრუნველყოფს კავშირს საბაზო სადგურთან ან რეტრასლიატორთან. საბაზო სადგურის არხს ჰქვია downlink, ხოლო საბაზო სადგურის ტელეფონს - uplink.

კომპანია AT&T Bell Laboratories-მა შექმნა რადიოტელეფონები, რომელიც მონტაჟდებოდა ავტომობილებში. აპარატურა თავდაპირველად მოუხერხებლად დიდი მოცულობის და წონის იყო. აბონენტის გადართვა კავშირგაბმულობის არხზე, თავისუფალი არხის მოძებნა ხორციელდებოდა ხელით. რადიოგადამცემი საშუალებას აძლევდა მგზავრებს ან მძღოლს დაკავშირებოდა ასს-ს (სადგური) და ასეთნაირად დაემყარებინათ კავშირი. საჭიროა შეხსენება, რომ თვითონ სატელეფონო საუბარი იყო რთული, რადგან ვერ ხერხდებოდა ლაპარაკი და მოსმენა ერთდროულად.

4. როდის ამოქმედდა პირველი მობილური ოპერატორი საქართველოში?

პირველი მობილური ოპერატორი ”მეგაკომი” საქართველოშო ამოქმედდა 1996 წელს. ეს იყო მობილური კავშირგაბმულობის, პირველი თაობის ამერიკულ "AMPS” ტექნოლოგიაზე აგებული სისტემა.

1997 წლის მარტში ამოქმედდა კომპანია ”ჯეოსელის” მობილური კავშირგაბმულობის ქსელი (მეორე თაობის GSM-900 ტექნოლოგია, მესამე თაობის ტექნოლოგია).

1997 წლის სექტემბერში ამოქმედდა კომპანია ”მაგთიკომის” მობილური კავშირგაბმულობის ქსელი (მეორე თაობის GSM-900 ტექნოლოგია და მესამე თაობის ტექნოლოგიაები)

1999 წლის ოქტომბერში ამოქმედდა კომპანია ”იბერიატელის” მობილური კავშირგაბმულობის ქსელი (პირველი თაობის NMT-450 ტექნოლოგია)

2006 წლის შემდეგ ამოქმედდა კომპანია ”ჯეოსელის”და კომპანია ”მაგთიკომის” ქსელები 1800 მგჰც სიხშირეზე.

2007 წელს ამოქმედდა კომპანია ”ბილაინის” ქსელი (მეორე თაობის GSM- 1800 ტექნოლოგია).

მესამე თაობის (G2,5-G3) CDMA ტექნოლოგიაზე მუშაობს კომპანია „მაგთიკომი" და „სილქნეტი".

ბოლო ათწლეულში მიმდინარეობს მობილური კავშირის აბონენტების განუხრელი ზრდა. 1996 წელს აშშ-ში მონაცემების გადაცემის ტრაფიკმა სატელეფონო ტრაფიკს გადააჭარბა. იგივე მოხდა ევროპის სახელმწიფოებში 1999 წელს. ამავე პერიოდში მითითებულ ქვეყნებში მობილური აბონენტების რიცხვმა ფიქსირებულს გადაჭარბა. საქართველოში მობილური ქსელის აბონენტების რიცხვმა ფიქსირებული ქსელის აბონენტების რიცხვს 2003 წელს გაუსწრო. ამჟამად, მობილური ქსელის აბონენტების რიცხვი საქართველოში 3 მილიონს აჭარბებს (მათი უმეტესობა ორ კომპანიაზე: ”მაგთიკომზე” და ”ჯეოსელზე” მოდის) და 3-ჯერ მეტია, ვიდრე ფიქსირებული ქსელების აბონენტთა რაოდენობა.

ტელეკომუნიკაციაში, 4G აღნიშნავს მეოთხე თაობის უსადენო ფიჭური კავშირის სტანდარტს, რომელიც შემუშავებული იქნა მესამე თაობის - 3G (W-CDMA და CDMA) და მეორე თაობის - 2G (GSM) ოჯახების შესაბამისი სტანდარტების განვითარებისა და გაუმჯობესების პროცესში.

4G სატელეკომუნიკაციო სისტემების ძირითადი დამახასიათებელი თვისება იქნება მონაცემთა გადაცემის გაცილებით უფრო მაღალი სიჩქარე, გაზრდილი სპექტრალური ეფექტურობა და თითოეულ გადაცემულ ბიტზე შემცირებული ენერგეტიკული დანახარჯები, ვიდრე ეს გვაქვს 3G სისტემებში. ამათ გარდა 4G-ისათვის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი მახასიათებლებია მობილური ტერმინალების გაზრდილი მოქნილობა, მულტიმედია სერვისები და მონაცემთა მაღალსიჩქარიანი კავშირები. 4G სისტემების ციფრულ სამაუწყებლო სისტემებთან მომავალი კონვერგენცია ასევე წარმოადგენს შესაძლო დამახასიათებელ ნიშანს.

2009 წელს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების რადიო სექტორის (ITU-R) მიერ განსაზღვრული იქნა IMT-Advanced (გაუმჯობესებული საერთაშორისო მობილური ტელეკომუნიკაციის) მოთხოვნები 4G სტანდარტის შესაბამისი სერვისების მიმართ, რამაც შეადგინა 100 მეგაბიტი/წმ მაღალი მობილურობის კომუნიკაციისათვის (როგორებიცაა, კავშირი მატარებლებიდან და მანქანებიდან) და 1 გიგაბიტი/წმ დაბალი მობილურობის კომუნიკაციებისათვის (როგორებიცაა, ფეხით მოსიარულენი და სტაციონალური მომხმარებლები).

4G სისტემების საშუალებით ვარაუდობენ მიიღონ ყოველმხრივი და უსაფრთხო მობილური ბროდბენდი ინტერნეტის პროტოკოლის მისამართზე (IP address) დაფუძნებული მოწყობილობებისათვის, როგორებიცაა ლეპტოპების უსადენო მოდემები, სმართფონები და სხვა მობილური მოწყობილობები.

IMT-გაუმჯობესებული მოთხოვნების შესაბამისი LTE და WiMax ვერსიები ამჟამად დამუშავების სტადიაშია და ლიტერატურაში მოიხსენიება როგორც ”LTE გაუმჯობესებული” და ”WiMax გაუმჯობესებული”. 2010 წლის 6 დეკემბერს ITU-მ გადაწყვიტა, იმ მომენტისათვის არსებული LTE, WiMax და 3G (განვითარებული) ტექნოლოგიები მიეჩნიათ როგორც ”4G”, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულად არ აკმაყოფილებდნენ IMT-გაუმჯობესებულისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს. ეს მოხდა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ზემოთ აღნიშნული ტექნოლოგიები წარმოადგენენ რეალურ წინამორბედებს IMT-გაუმჯობესებულისა და ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით უზრუნველყოფენ დიდ უპირატესობას დღეისათვის დანერგილი 3G სისტემებთან შედარებით. ავღნიშნავთ, რომ 4G ტექნოლოგიებისათვის CDMA-ში გამოყენებული სპექტრის განვრცობის CDMA რადიო ტექნოლოგია (გამოყენებული 3G-ში) მთლიანად შეცვლილია და 4G სისტემებში გამოიყენება უფრო თანამედროვე ტექნოლოგიები - (OFDMA - ორთოგონალური სიხშირული დაყოფა მრავალჯერადი დაშვებით) WiMax-ისათვის და (OFDMA და SC-FDMA - ერთ გადამტანიანი სიხშირული დაყოფა მრავალჯერადი დაშვებით) LTE-ისთვის, რომლებიც შერწყმულია სივრცითი განცალკევების უზრუნველმყოფ მრავალანტენიან MIMO (მრავალი შესავლელიან და მრავალ გამოსასვლელიან) სისტემებთან.

კატეგორია: დისკუსია | დაამატა: ადმინქართველი (05/11/2013) | ავტორი: მამუკა
ნანახია: 231 | ტეგები: სიხშირული დიაპაზონი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მართვა
სიახლეები უკრაინიდან
პირდაპირი live

  • უთხარი არა ოკუპაციას!

  • იმოქმედე!
  • რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც თავის მოქალაქეებს მხოლოდ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იცავს!!!
  • უნდა მივიღოთ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში?

    სულ: 57
     


სიახლე



კალენდარი



  • სტატისტიკა

    • free counters


    • სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0



რეკლამა

 
500
ქართული პატრიოტული ჯგუფი ,,ჩემი საქართველო"
© 2008-2016წ.©GEORGIAN PATRIOTIC GROUP ,,MY GEORGIA"
ადმინისტრატორი: ადმინქართველი მედიატორი: მედიატორი ელ. ფოსტა: adminqartveli@gmail.com ; საიტის დიზაინი GPG ,,MY GEORGIA"
საიტზე განთავსებული მასალების კოპირება სხვა საიტებზე, ან გამოყენება სხვა ფორმით, ნებადართულია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციის ნებართვით!
საიტი ჩაშვებულია 2008 წლის 3 ოქტომბრიდან; გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები