ადვოკატი - ლოგიკური ამოცანები - მე მიყვარს მათემატიკა - სტატიები - ჩემი საქართველო





ქართული პატრიოტული ჯგუფი ,,ჩემი საქართველო''
სიახლეები უკრაინიდან!
საიტი გადადის ახალ მისამართზე შემოგვიერთდით!


კატეგორია

studio GEORGIA film
studio GEORGIA film



ბოლო კომენტარები


გამოკითხვა
  • რომელი იუმორისტული შოუ მიგაჩნიათ საუკეთესოდ?

    სულ: 273
     


მთვლელი
  • სიახლეები: 817
    სტატიები: 387
    გადმოწერები: 114
    STOP RUSSIA!: 13

    ფოტო: 221

    ფორუმი: 18/19

    კომენტარი: 3437
    ბმულები: 25
    მოითხოვე!: 39




რეკლამა
მთავარი » სტატიები » მე მიყვარს მათემატიკა » ლოგიკური ამოცანები

ადვოკატი
გასული საუკუნის 70 -იან წლებში თბილისში მოღვაწეობდა ერთი გამოჩენილი ადვოკატი. იშვიათი იყო შემთხვევა, რომ მას სასამართლოში წაეგო აღებული საქმე.
ერთხელაც ის გამოვიდა ერთ საინტერესო საქმეზე და მოიგო კიდეც.
გაგაცნობთ საქმის არსს.
თბილისში ერთი მოხუცებული ქალი სახლს აქირავებდა და მცირე შემოსავლით თავს ირჩენდა.
ერთ დღეს მასთან მივიდა სამი ახალგაზრდა: ვეფხია, მინდია და თემური და იქირავეს ოთახი. ამ ოთახში ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ და სახლის პატრონს თავი ძლიერ შეაყვარეს, რადგან ქირას მუდამ დროზე იხდიდნენ, არ ხმაურობდნენ, არ სვამდნენ, არანაირად არ აწუხებდნენ არც დიასახლისს და არც მეზობლებს. თუკი დიასახლისს რაიმე დასჭირდებოდა, ისინი მზად იყვნენ მისთვის ხელი გაემართათ.
ერთ დღეს ეს ახალგაზრდები დიასახლისთან მივიდნენ და გააგებინეს, რომ რამდენიმე თვით ქალაქიდან მიდიოდნენ და თანაც სთხოვეს, რომ მათი ოთახი დიასახლისს არ გაექირავებინა, და სამი თვის თანხა წინასწარ დაუტოვეს.
წასვლის დღეს სამივენი მივიდნენ მასთან და უთხრეს:
- პატივცემულო დიასახლისო, ჩვენ გვაქვს ერთი ძვირფასი ოქროს ყელსაბამი, თვალმარგალიტით მოოჭვილი. ის ოცდახუთი ათასი მანეთი ღირს. ეს ყელსაბამი გვეკუთვნის სამივეს და ვინაიდან სხვადასხვა ქალაქებში მივდივართ, არ გვინდა, რომ ის რომელიმე ჩვენგანმა წაიღოს. ვინ იცის გზაში რა შეგვემთხვევა. გთხოვთ ეს ყელსაბამი დაიტოვოთ შესანახად, ჩვენ კი მოგვეცი ხელწერილი. როცა დავბრუნდებით, ჩვენ ხელწერილს უკან მოგიტანთ, თქვენ კი ყელსაბამი უკან დაგვიბრუნეთო.
ვინაიდან ამ ყმაწვილებს იცნობდა, როგორც უპატიოსნეს ადამიანებს და ენდობოდა მათ, დიასახლისი დათანხმდა, დაიტოვა ყელსაბამი და მისცა ხელწერილი, რომელიც ასე იყო შედგენილი: „ მე, ამა და ამ პირმა, ვეფხია, მინდია და თემურისაგან შესანახად ჩავიბარე 25.000 მანეთად ღირებული ყელსაბამი. მე ვალდებული ვარ დავუბრუნო ეს ყელსაბამი მათ მაშინ, როდესაც სამივე მათგანი ერთდროულად მოვლენ და წარმოადგენენ ამ საბუთს. შეიძლება ასეც მოხდეს, რომ მოვიდნენ ორნი - მესამე პირის გარდაცვალების საბუთით, ან გაიცემა ერთ მათგანზე იმ შემთხვევაში, თუ ის დანარჩენი ორის გარდაცვალების მოწმობას მოიტანს".
ყმაწვილებმა წაიღეს ხელწერილი, ყელსაბამი კი მოხუცს დაუტოვეს.
გავიდა ორი თვე. ჩამოვიდა ვეფხია და მეგობრები მოიკითხა. როდესაც გაიგო, რომ ჯერ არცერთი არ დაბრუნებულიყო, დაბინავდა და დაელოდა მათ.
ერთი კვირის შემდეგ მინდიაც მოადგა სახლს. როდესაც გაიგო, რომ ვეფხია უკვე ჩამოსულიყო, მასთან შევიდა ოთახში.
რამდენიმე ხნის შემდეგ ორივე მეგობარი მივიდა დიასახლისთან და სთხოვეს: ყელსაბამი მოგვეცით, ვინაიდან ჩვენი მესამე მეგობარი თემური მძიმედ გახდა ავად და ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში დავაწვინეთ; ჩვენ კი ჩამოვედით აქ, რათა ყელსაბამი გავყიდოთ და მისი წილით ავადმყოფ მეგობარსაც მოვუაროთო.
დიასახლისმა მოაგონა მათ ხელწერილი. ყმაწვილებმაც წარუდგინეს მის მიერ დაწერილი ხელწერილი. მიუხედავად ამისა, ქალმა დილამდე დრო ითხოვა და მეზობლების რჩევით გადაამოწმა, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა თემური საავადმყოფოში. იქედან დასტური მოვიდა: „ვიმყოფები უკანასკნელ მდგომარეობაში. გემუდარებით გაეცით ყელსაბამი. თემური".
მაშინ, მოხუცმა დაისწრო მოწმეები და ვეფხიასა და მინდიას გადასცა ყელსაბამი. ხელწერილი კი ჩამოართვა.
ვეფხია და მინდია იმ დღესვე წავიდნენ თბილისიდან.
გავიდა რამდენიმე დღე და ჩამოვიდა თემური. ის დიდი პატივისცემით მიესალმა დიასახლისს და იკითხა, ხომ არ ჩამოსულან ვეფხია და მინდიაო.
ამ სიტყვებზე დიასახლისს ელდა ეცა და აღელვებული შეეკითხა თემურის:
- თქვენ ახლა საიდან მობრძანდებით?
- მე? აჭარიდან.
- კი, მაგრამ, თქვენ ქუთაისში არ ყოფილხართ ავად და კლინიკურ საავადმყოფოში არ წოლილხარ?
- მე ქუთაისში საერთოდ არც შევჩერებულვარ. მე ბათუმში ვიყავი.
- თქვენ ჩემთვის დეპეშა არ გამოგიგზავნიათ?
- არც მიფიქრია . . . უკაცრავად, შემთხვევით ყელსაბამს ხომ არაფერი მოსვლია? რაღაც ისე აბნეულად მელაპარაკებით, რომ . . .
- რა მოუვიდოდა, მე ყელსაბამი შენს ამხანაგებს მივეცი, ჩემი გაცემული ხელწერილიც დამიბრუნეს, თქვენი პასუხიც მოვიდა დეპეშით . . . დავისწარი მოწმეები და იმათი თანდასწრებით გავეცი ყელსაბამი.
- უკაცრავად, მაგრამ თქვენი ხელწერილი მე მაქვს. თქვენ რომ მიიღეთ, ის ალბათ ყალბია. აბა, მაჩვენეთ.
დიასახლისმა გამოიტანა ხელწერილი და ის მართლაც ყალბი აღმოჩნდა
თემურიმ დიასახლისს სასამართლოში უჩივლა. ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ ხელწერილი, რომელიც დიასახლისს გადასცეს ყალბი აღმოჩნდა, ხოლო თემურის წარმოდგენილი - ნამდვილი.
პირველ ინსტანციაში დიასახლისმა საქმე წააგო, მაგრამ კასაციით გადაიტანა შემდეგ ინსტანციაში.
როგორც პირველ ინსტანციაში, ისე მეორეში, ყველა გრძნობდა, რომ ქალი მართალი იყო, მაგრამ ვერ ახერხებდნენ მის გამართლებას, რადგან მის მიერ გაცემული ხელწერილი თემურის ჰქონდა, ის ხელწერილი კი, რომელიც დიასახლისს გადასცეს, ყალბი იყო.
ყველა მიხვდა, რომ ქალი აფერისტებს ჩაუვარდათ ხელში, მაგრამ ვერაფერს ახერხებდნენ.
მაშინ მოხუცს ურჩიეს მიემართა იმ გამოჩენილი ადვოკატისათვის, რომელზეც თხრობის დასაწყისში მოგახსენეთ.
ადვოკატმა მოკიდა ხელი ამ საქმეს. მან სასამართლოს მიმართა რამდენიმე სიტყვით . . . და ქალი გაამართლეს.
რა თქვა ადვოკატმა ასეთი?
კატეგორია: ლოგიკური ამოცანები | დაამატა: maxLength (24/03/2012) | ავტორი: ამიკო E
ნანახია: 318 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3

3. თიკო (13/05/2012 8:35 PM) [მასალა]
Spam
ხოოოო, საინტერესო იყო, მაგრამ ვერ მივხვდი dry biggrin

1. nini (11/05/2012 10:57 PM) [მასალა]
Spam
ეს ბოლომდე უნდა წავიკითხო? აუუუუ

2. ადმინქართველი patriot of GEORGIA (13/05/2012 4:23 PM) [მასალა]
Spam
biggrin კი, ძალიან საინტერესოა cool
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მართვა
სიახლეები უკრაინიდან
პირდაპირი live

  • უთხარი არა ოკუპაციას!

  • იმოქმედე!
  • რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც თავის მოქალაქეებს მხოლოდ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იცავს!!!
  • უნდა მივიღოთ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში?

    სულ: 57
     


სიახლე



კალენდარი



  • სტატისტიკა

    • free counters


    • სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0



რეკლამა

 
500
ქართული პატრიოტული ჯგუფი ,,ჩემი საქართველო"
© 2008-2016წ.©GEORGIAN PATRIOTIC GROUP ,,MY GEORGIA"
ადმინისტრატორი: ადმინქართველი მედიატორი: მედიატორი ელ. ფოსტა: adminqartveli@gmail.com ; საიტის დიზაინი GPG ,,MY GEORGIA"
საიტზე განთავსებული მასალების კოპირება სხვა საიტებზე, ან გამოყენება სხვა ფორმით, ნებადართულია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციის ნებართვით!
საიტი ჩაშვებულია 2008 წლის 3 ოქტომბრიდან; გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები