გვაქვს 8 ცალი ბოთლი, რომლებშიც წამლებია ჩასხმული, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი არის ვარგისი და შეუძლია დაავადების განკურნება. ვარგისი წამლის მოქმედების ვადაა 20 საათი, ანუ დალევიდან 20 საათის განმავლობაში იმოქმედებს. გვყავს სამი დაავადებული კაცი როგორ დავალევინოთ წამლები ამ კაცებს, რომ 24 საათის განმავლობაში გავარკვიოთ რომელი წამალია ვარგისი...
P.S. შეგიძლიათ ერთი ბოთლიდან დაალევინოთ სამივეს, ან ერთ კაცს რვავე ბოთლიდან, როგორც გინდათ. მთავარია გაიგოთ რომელია ვარგისი წამალი
I II III ავადმყოფებია 1-8 მდე წამლები I–ს დავალევინოდ 1-4-7 II-ს 2-5-8 III-ს 3-6 12 სთ–ში თუ განიკურნა,ვთქვათ II, მაშინ 5-8 დავალევინებ დანარჩენ ორს. შესაბამისად მომდევნო 12 სთ–ში გავიგებ რომელია ნამდვილი. თუ 20 სთ აუცილებელი მაშინ უკვე ვჭედავ:)))
მე მგონი 2 კაციც არის საკმარისი. ეს წამლები გადავნომროთ. ავიღოთ და 1-დან დავალევინოთ პირველს, მე-2-დან მეორეს. 1 საათის შემდეგ მე-3-დან პირველს და მე-4-დან მეორეს. 2 საათის შემდეგ მე-5-დან პირველს და მე-6-დან მეორეს. 3 საათის შემდეგ მე-7-დან პირველს და მე-8-დან მეორეს. შემდეგ დაველოდოთ და დავაკვირდეთ. თუ 20 საათის შემდეგ იმოქმედა პირველზე ან მეორეზე, მაშინ პირველი ან მეორეა ვარგისი შესაბამისად. თუ 21 სააათის შემდეგ იმოქმედა პირველზე ან მეორეზე, მაშინ მესამე ან მეოთხეა ვარგისი შესაბამისად. თუ 22 საათის შემდეგ იმოქმედა პირველზე ან მეორეზე, მაშინ მეხუთე ან მეექვსეა ვარგისი შესაბამისად. თუ 23 საათის შემდეგ იმოქმედა პირველზე ან მეორეზე, მაშინ მეშვიდე ან მერვეა ვარგისი შესაბამისად. ასე ვიგებთ რომელია ვარგისი და მესამე კაცი რაღა საჭიროა?
საიტზე განთავსებული მასალების კოპირება სხვა საიტებზე, ან გამოყენება სხვა ფორმით, ნებადართულია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციის ნებართვით! საიტი ჩაშვებულია 2008 წლის 3 ოქტომბრიდან;გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები