"ღვთაებრივი პროპორცია" - წიგნი ,,მე მიყვარს მათემატიკა" - მე მიყვარს მათემატიკა - სტატიები - ჩემი საქართველო





ქართული პატრიოტული ჯგუფი ,,ჩემი საქართველო''
სიახლეები უკრაინიდან!
საიტი გადადის ახალ მისამართზე შემოგვიერთდით!


კატეგორია

studio GEORGIA film
studio GEORGIA film



ბოლო კომენტარები


გამოკითხვა
  • რომელი იუმორისტული შოუ მიგაჩნიათ საუკეთესოდ?

    სულ: 273
     


მთვლელი
  • სიახლეები: 817
    სტატიები: 387
    გადმოწერები: 114
    STOP RUSSIA!: 13

    ფოტო: 221

    ფორუმი: 18/19

    კომენტარი: 3437
    ბმულები: 25
    მოითხოვე!: 39




რეკლამა
მთავარი » სტატიები » მე მიყვარს მათემატიკა » წიგნი ,,მე მიყვარს მათემატიკა"

"ღვთაებრივი პროპორცია"

სამყაროში, ყველაფერი გარკვეული კანონზომიერებით, პროპორციითაა აგებული, მიუხედავად მისი ქაოსური ბუნებისა და მრავალფეროვნებისა, თუ შევეცდებით ყველაფერი კონკრეტულ სიმარტივემდე, ციფრების სისტემაში გადავიყვანოთ, სამყაროს გენიალურობა დადის ერთ მარტივ ციფრამდე, PHI (1,618) თუმცა ჯერ PHI–მდე მივიდეთ.
 XIII საუკუნეში, იტალიელმა მათემატიკოსმა ლეონარდო ფიბანაჩიმ შეადგინა მათემატიკური პროგრესია, რომელშიც ყოველი მომდევნო ციფრი წინა ორი ციფრის ჯამის ტოლია. (1–1–2–3–5–8–13–21…) გარდა ამისა, მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა იმაშია, რომ მეზობელი ციფრების შეფარდებები მიისწრაფვიან PHI-სკენ. მცენარეების, ცხოველების და ადამიანების აგებულებაში იმდენად ხშირად ვხვდებით 1,618–ს, რომ ანტიკური ხანის მეცნიერებმა მას «ღვთაებრივი პროპორცია» უწოდეს.

ნაუტილუსის ნიჟარაში ყველა სპირალის დიამეტრის შეფარდება მომდევნოსთან უდრის PHI-ს. მზესუმზირის მარცვლები სპირალურადაა განლაგებული საათის ისრის საწინააღმდეგოდ. ყოველი წრის დიამეტრის შეფარდება მომდევნოსთან უდრის 1,618–ს და ეს ასეა ფოთლების განლაგებაზე მცენარის ღეროზე, ფიჭვის გირჩის ქერცლების განლაგება, მწერების სხეულის ნაწილების განლაგება და აშ. ლეონარდო და ვინჩიმ, ადამიანის ჩონჩხის დეტალური შესწავლის შემდეგ «ღვთაებრივი პროპორცია» თავის «ვიტარიუსის მამაკაცში» გამოსახა. 

მანძილი თავის წვეროდან იატაკამდე, რომ გავყოთ მანძილზე ჭიპიდან იატაკამდე, ეს ნებისმიერი ადამიანისთვის იქნება 1,618. ასეთივე პროპორციითაა განლაგებული სხვა ნაწილებიც. მანძილი მხრიდან ხელის თითის წვერამდე / მანძილზე იდაყვიდან ხელის ამავე თითის წვერამდე ყოველთვის უდრის PHI–ს, მანძილი ბარძაყიდან იატაკამდე და მუხლიდან იატაკამდე, თითები, ხერხემლის მალები, სახსრები ყველა მათგანი «ღვთაებრივი პროპორციის» მოარული მტკიცებაა. ანუ სამყაროს ქაოსში ზუსტი წესრიგი იმალება. რიცხვი PHI გვხვდება ნებისმიერი შენობის არქიტექტურულ განზომილებაში.

P.S. ალბათ, ყველას გვინახავს პენტაგრამა, რომელსაც ბევრი კულტურა მიიჩნევს ღვთაებრივი და ჯადოსნური ძალის მატარებელ გამოსახულებად, მასში ყველა სეგმენტის შეფარდება PHI-ს ტოლია. თუ სწორად დავხაზავთ ამ სიმბოლოს, მაშინ წრფის მონაკვეთები ავტომატურად დაიყოფიან «ღვთაებრივი პროპორციის» მიხედვით. ეს სიმბოლო, ზემოთაღწერილი ფორმულის სრულყოფილი გამოსახულებაა.

კატეგორია: წიგნი ,,მე მიყვარს მათემატიკა" | დაამატა: ადმინქართველი (24/06/2012) | ავტორი: მამუკა
ნანახია: 485 | ტეგები: ღვთაებრივი პროპორცია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მართვა
სიახლეები უკრაინიდან
პირდაპირი live

  • უთხარი არა ოკუპაციას!

  • იმოქმედე!
  • რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც თავის მოქალაქეებს მხოლოდ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იცავს!!!
  • უნდა მივიღოთ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში?

    სულ: 57
     


სიახლე



კალენდარი



  • სტატისტიკა

    • free counters


    • სულ ონლაინში: 2
      სტუმარი: 2
      მომხმარებელი: 0



რეკლამა

 
500
ქართული პატრიოტული ჯგუფი ,,ჩემი საქართველო"
© 2008-2016წ.©GEORGIAN PATRIOTIC GROUP ,,MY GEORGIA"
ადმინისტრატორი: ადმინქართველი მედიატორი: მედიატორი ელ. ფოსტა: adminqartveli@gmail.com ; საიტის დიზაინი GPG ,,MY GEORGIA"
საიტზე განთავსებული მასალების კოპირება სხვა საიტებზე, ან გამოყენება სხვა ფორმით, ნებადართულია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციის ნებართვით!
საიტი ჩაშვებულია 2008 წლის 3 ოქტომბრიდან; გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები