სვანი სტუდენტის 4-იანი - წიგნი ,,მე მიყვარს მათემატიკა" - მე მიყვარს მათემატიკა - სტატიები - ჩემი საქართველო





ქართული პატრიოტული ჯგუფი ,,ჩემი საქართველო''
სიახლეები უკრაინიდან!
საიტი გადადის ახალ მისამართზე შემოგვიერთდით!


კატეგორია

studio GEORGIA film
studio GEORGIA film



ბოლო კომენტარები


გამოკითხვა
  • უნდა მივიღოთ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში?

    სულ: 57
     


მთვლელი
  • სიახლეები: 817
    სტატიები: 387
    გადმოწერები: 114
    STOP RUSSIA!: 13

    ფოტო: 221

    ფორუმი: 18/19

    კომენტარი: 3437
    ბმულები: 25
    მოითხოვე!: 39




რეკლამა
მთავარი » სტატიები » მე მიყვარს მათემატიკა » წიგნი ,,მე მიყვარს მათემატიკა"

სვანი სტუდენტის 4-იანი
30-იანი წლების ერთ-ერთი იანვრის საგამოცდო სესიების დროს უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანმა ნიკო მუსხელიშვილმა პირველი კორპუსის ფიზიკის აუდიტორიაში ფიზიკოსები შეგვკრიბა, დაფასთან მივიდა და დაიწყო:
,,სამი დღის წინ ამ აუდიტორიაში მათემატიკის სპეციალობის სტუდენტებთან მქონდა გამოცდა. რამდენიმე მათგანი ჩაიჭრა, მათ შორის - ერთი სვანი; როცა ასისტენტმა მაგიდაზე და მერხებზე დარჩენილი ფურცლების ალაგება დაიწყო, ერთი პატარა რვეული შენიშნა, რომლის ყდაზე იმ სვანის გვარი ამოიკითხა (აქ ბატონმა ნიკომ ყვითელყდიანი მომცრო რვეული ამოიღო პორტფელიდან და იქვე, მაგიდაზე დადო); მერე რვეული გადაფურცლა და ერთი გვერდი გვიჩვენა, სადაც მსხვილი ასოებით შემდეგი ეწერა:
დალამბერის განტოლება - პზჯ;
ფურიეს გარდაქმნები - პზმცჯ;
მდგარი ტალღები - შუჯ;
ენერგიის ინტეგრალი - შსჯ;
დირიხლეს ამოცანა - შმჯჯ;
პუასონის გული - შმცჯ.
მე ბევრი ვიფიქრე, მაგრამ რებუსი ვერ ამოვხსენი. მეორე დღეს მათემატიკის ინსტიტუტში წავიღე, მაგრამ ვერც იქ გაუგეს ვერაფერი. ამის შემდეგ გამოვიძახე სვანი სტუდენტი და ვთხოვე ამ ქარაგმების გაშიფვრა. ვიდრე ამბავს გავაგრძელებდე, ახლა თქვენ იფიქრეთ, იქნებ რომელიმე თქვენგანი იყოს შერლოკ ჰოლმსი ...
ჩვენ ბევრი ვუყურეთ დაფაზე დაწერილს, მაგრამ ვერაფერს მივხვდით; მაშინ ბატონმა ნიკომ განაგრძო:
- ჩაჭრილმა სტუდენტმა ახსნა-განმარტებაზე უარი მითხრა: - ბატონო ნიკო, ორიანი ხომ დამიწერეთ და მეტი რა გნებავთო, ეგ ჩემი საიდუმლოა და ვერ გავამჟღავნებო. მე დავპირდი, რომ თუ ,,გახსნიდა", იმ ჩემს ,,არადამაკმაყოფილებელს" გავაუქმებდი და ,,დამაკმაყოფილებელს' დავუწერდი; არ დაიჯერა; მაშინ მდივანს ახალი  საგამოცდო ფურცელი მოვატანინე და სტუდენტის თვალწინ დავწერე დამაკმაყოფილებელი ნიშანი. მაშინ მან მიამბო: ,,ბატონო ნიკო! ოჯახური პირობების მიზეზით თქვენი საგნის მოსამზადებლად ცოტა დრო დამრჩა, მხოლოდ ნაწილის სწავლა მოვასწარი. დანარჩენი საკითხები ,,შპარგალკებად" მოვამზადე და ტანისამოსის ჯიბეებში გავანაწილე. ეგ ასოები უბრალოდ ,,მისამართებს" ნიშნავს: შუჯ - შარვლის უკანა ჯიბეა, პზმცჯ - პიჯაკის ზედა მარცხენა ჯიბეა; შსჯ - შარვლის საათის ჯიბე და სხვ"
ჩემთვის ყველაფერი ცხადი გახდა. ალალი იყოს ჩემი ნიშანი შენზე-მეთქი, ვუთხარი სიცილით. სვანი გამომეთხოვა და ___ ___ (
დაასრულე!). შევაჩერე და ვეუბნები - ასე უცნაურად რატომ გადიხარ-მეთქი. იცით რა მიპასუხა? ,,ბატონო ნიკო, მე მათემატიკური ფიზიკის მეთოდებში ჩავიჭერი, ზრდილობაში კი არ ჩავჭრილვარო".
მე კიდევ ერთხელ გადავუსწორე ნიშანი - ახლა უკვე ,,ოთხიანზე". უნდა გენახათ სტუდენტის სიხარული ...
...მრავალი წლის შემდეგ, როცა ბატონ ნიკოს ეს ისტორია გავახსენე, ასეთი რამ თქვა: ,,ათასობით სტუდენტს გაუვლია ჩემს ხელში თბილისის თუ ლენინგრადის უმაღლეს სასწავლებლებში და მხოლოდ ის სვანი სტუდენტი ჩამრჩა მეხსიერებაშიო..."
დაასრულე!- რა გააკეთა სტუდენტმა?
ვახტანგ პარკაძის ნაამბობიდან
კატეგორია: წიგნი ,,მე მიყვარს მათემატიკა" | დაამატა: ადმინქართველი (04/04/2012) | ავტორი: მამუკა კვინიკაძე E
ნანახია: 307 | კომენტარი: 5 | ტეგები: სვანი სტუდენტის 4-იანი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3

3. ადმინქართველი patriot of GEORGIA (05/04/2012 0:16 AM) [მასალა]
Spam
tatia-ს პასუხი სწორია! biggrin biggrin biggrin cool

1. tatia tatia math (04/04/2012 11:51 PM) [მასალა]
Spam
1) იქ უნდა ეწეროს სვანი გამომეტხოვა და უკან ბრუნდებოდა
2 ) იხსენებდა მატონი ნიკო ალბატ

2. ადმინქართველი patriot of GEORGIA (04/04/2012 11:53 PM) [მასალა]
Spam
სად ბრუნდებოდა??? biggrin
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მართვა
სიახლეები უკრაინიდან
პირდაპირი live

  • უთხარი არა ოკუპაციას!

  • იმოქმედე!
  • რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც თავის მოქალაქეებს მხოლოდ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იცავს!!!
  • უნდა მივიღოთ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში?

    სულ: 57
     


სიახლე



კალენდარი



  • სტატისტიკა

    • free counters


    • სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0



რეკლამა

 
500
ქართული პატრიოტული ჯგუფი ,,ჩემი საქართველო"
© 2008-2016წ.©GEORGIAN PATRIOTIC GROUP ,,MY GEORGIA"
ადმინისტრატორი: ადმინქართველი მედიატორი: მედიატორი ელ. ფოსტა: adminqartveli@gmail.com ; საიტის დიზაინი GPG ,,MY GEORGIA"
საიტზე განთავსებული მასალების კოპირება სხვა საიტებზე, ან გამოყენება სხვა ფორმით, ნებადართულია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციის ნებართვით!
საიტი ჩაშვებულია 2008 წლის 3 ოქტომბრიდან; გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები