ქართული პოეზია - ლამაზად ნათქვამი - სტატიები - ჩემი საქართველო





ქართული პატრიოტული ჯგუფი ,,ჩემი საქართველო''
სიახლეები უკრაინიდან!
საიტი გადადის ახალ მისამართზე შემოგვიერთდით!


დამატებითი მენიუ
  • ორშაბათი, 22/09/2014

კატეგორია

studio GEORGIA film
studio GEORGIA film

  • სად იმყოფებით?

    სულ: 897
     


ბოლო კომენტარები


გამოკითხვა
  • რომელი იუმორისტული შოუ მიგაჩნიათ საუკეთესოდ?

    სულ: 267
     


მთვლელი
  • სიახლეები: 827
    სტატიები: 392
    გადმოწერები: 140
    STOP RUSSIA!: 13

    ფოტო: 222

    ფორუმი: 18/19

    კომენტარი: 3440
    ბმულები: 27
    მოითხოვე!: 40




რეკლამა
მთავარი » სტატიები » ლამაზად ნათქვამი » ქართული პოეზია

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 14
ნაჩვენებია მასალა: 1-10
გვერდები: 1 2 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ნახვებით

(,,კაი ყმა" ვაჟა–ფშაველა 1909წ.ხევსურულ ჰანგზე)

კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო,
ნათქვამი არა გვცხვენოდეს,
მსმენლის გულს აბორგოვებდეს,
არავის არა სწყენოდეს?
ვინა, ვინ არი კაი ყმა,
ვის ტანზე ხმალი ჰშვენოდეს?

...................................................


ნანახია: 459 | ავტორი: | დაამატა: ადმინქართველი |დრო: 14/03/2011 | კომენტარი (0)

კაცი ის არის, ვინც მამულს
გამოადგება შვილადა,
ვისაც სამშობლო ტაძრად აქვს,
თავი _ სამსხვერპლო წილადა,
ქვეყნისა ცრემლი ჭირად უჩნს,
მისი ღიმილი - ლხინადა,
..................................................

 

(,,კაცი ის არის,, 1886 წ. რაფიელ ერისთავი)


ნანახია: 434 | ავტორი: | დაამატა: ადმინქართველი |დრო: 14/03/2011 | კომენტარი (0)


სულ ჩემი გულის მონაწურია
რაც დაეპწკარა ქაღალდს ლექსები,
ვუმღერ სამშობლოს, კიდევ მწყურია
და მის სიყვარულს დავემწყესები.

მშობელ მიწაში მიდგას ფესვები,
როგორც წყალში დგას წნორის ძირები,
სიცოცხლეს ვერვის დავესესხები,
თუ სამშობლოსგან გავიწირები!

მარადი შუქით ბრწყინვალებს იგი,
მისი ნათელი დამთოვებია,
სიცოცხლე _ მისი მშვენების იქით_
ერთ ნაბიჯზედაც არ მდომებია.

აჟღერდეს მისთვის პოეტის ენა
და ტკბილი სიტყვის გამართულობა
ვით ღონიერი ნიაღვრის დენა,
ჩემი თქმულება, ლექსქართულობა!

დამდგარა ჩემი სიმღერის ჯერი,
ეს ყვავილები მე დავაგროვე;
მე ვარ სამშობლოს ჩუქურტმის მჭრელი
ვარ, ახალ ქართლის თანამედროვე.

გულის ნათელი მე მიპოვია
ქართლის დიდების მე ვარ მნახველი
სამშობლო _ ჩემი გულის ფეთქვაა
სამშობლო _ ჩემი ლექსის სახელი!


გოგლა ლეონიძე


ნანახია: 340 | ავტორი: | დაამატა: ადმინქართველი |დრო: 28/12/2010 | კომენტარი (0)

დარდიან გულზე ქართლის ბედმა გადამიარა,
ჩემო არაგვო შემინგრიე გულის ფიცარი.
რადგან "ნაპირნო, სანატრელნო, შვებით მომზირნო"
მამულს პატრონი აღარა ჰყავს "ძილშიც მღვიძარი"

მე შენს ბუჩქებში ვით ჩამოვხდე გზას ვეშურები,
ღვინოს არ დავლევ, გავიჩქარებ, ძილიც არ მინდა.
არაგველებო, წამოდექით არაგველებო,
ცხელი გულღვიძლი ამოჰგლიჯეს მტრებმა ამირანს.

დარდიან თვალებს აღარ ულხინთ შენი მშვენება,
დაბერებულა ანანურთან მზევარის ბიჭი.
სიკვდილი მინდა, ჰო, სიკვდილი მეადვილება,
მე ვერკვლის ციხეს დღეს ნაძრახი სიცოცხლე მიჭირს.


კრწანისის ბოლოს ყაყაჩოებს ჩაუმუხლიათ
ორასი წლისა სისხლი აწვიმთ ბეჩავებს მხრებზე
ეჰა არაგვო, ჩემი ისევ ფიქრის ფიქრი ხარ
და ბედი ჩემი დაწინდული ქართლისა ბედზე.

დარდიან გულზე ქართლის ბედმა გადამიარა,
ჩემო არაგვო შემინგრიე გულის ფიცარი.
რადგან "ნაპირნო, სანატრელნო, შვებით მომზირნო"
მამულს პატრონი აღარა ჰყავს "ძილშიც მღვიძარი"


ნანახია: 189 | ავტორი: | დაამატა: ადმინქართველი |დრო: 28/12/2010 | კომენტარი (0)

მიწაო ჩემო ნაწილო უფლისა,
დედაო მარიამ, მზეო ამ ქვეყნისა.
მეოხო წმინდაო, მფარველო მიწისა_
უშველე ტანჯულ ერს, მიწას დავითისა.

ვაი საქართველო გყიდიან ნაჭრებად,
ხოლო ქართველები მიდიან ვასლებად,
ყიდიან ცალკე და ყიდიან ნაკრებად,
იქნებ ბევრს ადარდებ, ვაი რომ ნაკლებად.

მაგრამ სადღაც შორით მოსჩანს კელაპტარი,
მადლობა უფალო, აი საჩუქარი!
რეკავს სამებიდან საუფლო ზარები,
ქრისტე მობრძანდება! გაუღეთ კარები!

იმედი ისახება და გული ახლდება,
რომ საქართველო მალე გაბრწყინდება,
საქართველოს ცა მალე განათდება,
კაცი დაკაცდება, ქალი დაქალდება.


ლაშა გიორგი


ნანახია: 285 | ავტორი: | დაამატა: ადმინქართველი |დრო: 28/12/2010 | კომენტარი (0)

მივალ, მივდივარ და მივიმღერი,
თან საქართველოს მიმაქვს ოცნება,
ვარ გაუთლელი ლერწამის ღერი,
ტუჩმიუდებლად რომ იკოცნება.

ათასი გული ერთად რომ მქონდეს,
ათას გულს ერთად ამოვიჭრიდი,
ოღონდ, ლამაზო, არ დამიღონდე,
მახსენე კაცად როცა დაგჭირდე.

ათას სალამურს გააქვს გუგუნი,
ერთად ამღერდნენ გურიის მთები,
თუ ამ სიმღერით სიკვდილს
მარგუნებ, არც სიკვდილისთვის დაგემდურები.

ერთ საწყალ პოეტს ამაზე მეტი
სინდისით აღარ მოეთხოვება,
დამადეთ გულზე ტყვია ცამეტი
მაგ თქვენი მამის სულის ცხონებას.


ტიციან ტაბიძე


ნანახია: 128 | ავტორი: ადმინქართველი | დაამატა: ადმინქართველი |დრო: 28/12/2010 | კომენტარი (0)

საქართველოში

საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.

თავს არ მოიკლავს ქარველი არა,
ისე შეიძლება,ბრძოლაში ....


ნანახია: 278 | ავტორი: მარი ამბროლაძე | დაამატა: ადმინქართველი |დრო: 17/12/2010 | კომენტარი (0)

საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი

საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი
ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები
მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები,
მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები,
და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები.

ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი.
მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.

სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მარად დაუზრახველნი,
საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი.
ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით,
მიდიოდნენ და ....


ნანახია: 222 | ავტორი: მარი ამბროლაძე | დაამატა: ადმინქართველი |დრო: 17/12/2010 | კომენტარი (0)

ფული

ეს ლექსი ეკუთვნის ბაბუს, და ვუძღვნი მის ხსოვნას...


ფული ვარ ყური დამიგდეთ
მეცა მაქვს ჩემი სათქმელი,
რა იყო რა მოგივიდათ 
რადშემირცხვინეთ სახელი.

სხვა სახელებით მომნათლეს 
ჩემი ნამდვილი წამართვეს,
ტულაში მაყუთი მქვია,
ზუგდიდში ფარა შემარქვეს.

აგერ ზოგიერთ მამებმა
ისეთი საქმე გამართეს, 
შვილები დროს ატარებენ
მე კი გამოცდებს ვაბარებ.

. . . . .. . . . . . . . . . . . .
ავარიები მრავლდება
ოქმი შედგება მაშინვე 
ამბავი მშვიდად მთავრდება.

თუ რესტორანში შევედი
იქ გადარჩენა ძნელია,
უკან პატრონთან დარჩენა 
სრულებით არ მიწერია.

სადაც არ უნდა აღვმოჩნდე,
არ მიკვირს არაფერია,
ჯიბეც მინახავს, სალაროც,
მუთაქაც გამიბერია. 

       პ. კვინიკაძე ( 1954წ.)


ნანახია: 158 | ავტორი: ადმინქართველი | დაამატა: ადმინქართველი |დრო: 15/12/2010 | კომენტარი (0)

ქართული მხატვრული ფილმი ,,მევლუდი"– ,,ოჰოი ნანა"


ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
ქედა,
შუახევ-ხულოიდანა,



ნანახია: 1818 | ავტორი: ადმინქართველი | დაამატა: ადმინქართველი |დრო: 15/12/2010 | კომენტარი (0)
1-10 11-14
მართვა


სიახლეები უკრაინიდან
პირდაპირი live

  • უთხარი არა ოკუპაციას!

  • იმოქმედე!
  • რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც თავის მოქალაქეებს მხოლოდ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იცავს!!!
  • უნდა მივიღოთ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში?

    სულ: 34
     


სიახლე
  • ყოფილი პრეზიდენტებიდან რომელია საუკეთესო?

    სულ: 19
     



კალენდარი



  • სტატისტიკა

    • free counters


    • სულ ონლაინში: 0
      სტუმარი: 0
      მომხმარებელი: 0



რეკლამა

 
500
ქართული პატრიოტული ჯგუფი ,,ჩემი საქართველო"
© 2008-2014წ.©GEORGIAN PATRIOTIC GROUP ,,MY GEORGIA"
ადმინისტრატორი: ადმინქართველი მედიატორი: მედიატორი ელ. ფოსტა: adminqartveli@gmail.com ; საიტის დიზაინი GPG ,,MY GEORGIA"
საიტზე განთავსებული მასალების კოპირება სხვა საიტებზე, ან გამოყენება სხვა ფორმით, ნებადართულია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციის ნებართვით!
საიტი ჩაშვებულია 2008 წლის 3 ოქტომბრიდან; გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები