მოლოდინი - ქართული პროზა - ლამაზად ნათქვამი - სტატიები - ჩემი საქართველო





ქართული პატრიოტული ჯგუფი ,,ჩემი საქართველო''
სიახლეები უკრაინიდან!
საიტი გადადის ახალ მისამართზე შემოგვიერთდით!


დამატებითი მენიუ
  • ოთხშაბათი, 07/12/2016

კატეგორია

studio GEORGIA film
studio GEORGIA film



ბოლო კომენტარები


გამოკითხვა
  • თქვენი სტატუსი?

    სულ: 497
     


მთვლელი
  • სიახლეები: 817
    სტატიები: 387
    გადმოწერები: 114
    STOP RUSSIA!: 13

    ფოტო: 221

    ფორუმი: 18/19

    კომენტარი: 3437
    ბმულები: 25
    მოითხოვე!: 39




რეკლამა
მთავარი » სტატიები » ლამაზად ნათქვამი » ქართული პროზა

მოლოდინი

 მთვარის შუქზე, გზაზე მიმავალი, ლანდივით გამოჩნდებოდა, ხოლო როცა ღრუბელი დასჯაბნიდა რამის გუშაგს, გზად მხოლოდ ფეხის ხმა ისმოდა. უცნობი მძიმე ნაბიჯებით მიდიოდა და იქვე მდგარ სახლს უახლოვდებოდა, რომლის სარკმელშიც სინათლე ენთო.
სახლიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. მხოლოდ ოთახში ადამიანი მძიმედ სუნთქავდა. საწოლზე დედაკაცი იწვა, რომელსაც ალბათ ჩასტვლემია რაღაცის მოლოდინში. ნახევრადმჯდომარეს ცალი ფეხი იატაკზე ედგა და ერთი ხელი ზედ მუხლზე დაედო, თითქოს ადგომას და სადღაც წასვლას აპირებდა. თმაში ჭაღარა შეპარვოდა, მაგრამ დედაკაცის სახეს თავისებურად ალამაზებდა. სახის ნაოჭები რაღაც ნაღველს, სევდას თუ დარდს გამოსცემდა, რომელიც პატარა ხმაურზეც კი შეირხეოდა და სიხარულის ნაპერწკალი ეუფლებოდა.
-მოდის! მოდის! –წამოიძახა დედაკაცმა და ცოტა ხანს იყუჩა.
ალბათ ყური დაუგდო, რომ ისევ წამოიძახა: _მოდის! მოდის! ის არის.
ადგა ისევ მიაყურადა. ცოტა შეცბა. შიში დაეუფლა. რაღაც არ ესიამოვნა. ფეხის ხმა უკვე აშკარად ისმოდა.
-მოდის! მოდის! მაგრამ... _სიზმარი გაახსენდა.
ტრიალი მინდორი. შვილი მეგობრებთან ერთად წინ მიდის. შემზარავი ხმა და მეგობრების კვნესა, ზოგიერთის უკანასკნელი სიტყვა სიკვდილის წინ. სულ ხუთიოდე მეგობარი ოცჯერ მეტის წინააღმდეგ. მტრის რიგები საგრძნობლად თხელდება. აი თითქოს არავინ რჩება, მაგრამ ავტომატის ჯერი და შვილის ხმა.
გაეღვიძა და შეშინებულმა აღარ იცოდა რა ექნა.
_მოკვდა?! არა! არა, დაიჭრა_ იიმედებდა თავს და დანაშაულის გრძნობა ტანჯავდა, რომ სიზმრის შეეშინდა და ბოლომდე ვერ მიადევნა თვალი შვილს. და ვითომ გაგრძელდებაო თვალებს დახუჭავდა, მაგრამ ამაოდ.
გაახსენდა სიზმარი და ესღა გაიფიქრა: -ჩემი შვილია, სიკვდილის შემდეგ ჩემს მოსანახულებლად აჩრდილად მოვიდაო, რომ კარი გაიღო და უცნობი შემოვიდა.


მზე ჯერ ამოსული არ იყო, რომ დედაკაცი და უცნობი უკვე ქუცაში მიდიოდნენ. მიდიოდნენ და ათვალიერებდნენ აღელვებულ ქალაქს. თვითონაც ღელავდა დედაკაცი. ფიქრობდა რა ძნელი ყოფილა ლოდინი საყვარელი ადამიანის. რამდენი ღამე გაათენა. მაგრამ ეს უკვე აღარ ადარდებდა, სიხარულის გრძნობა დაუფლებოდა, რომ შვილს მალე ნახავდა.


საავადმყოფოს დერეფანში ტევა არ იყო. ყველა გარბოდა და გამორბოდა. მხოლოდ ორი ადამიანი კუთხეში საუბრობდა. ერთს თეთრი ხალათი ეცვა, მეორე კი თმაში შეპარული ჭაღარა დედაკაცი იყო.
პალატაში შესვლისთანავე შვილის ხმა გაიგონა.
-დეე! როგორ გამიხარდა. –წამიერი სიჩუმის შემდეგ. –ეგ რა მოგსვლია?! თმაში ჭაღარა შეგპარვია დედა.
-შენ როგორა ხარ შვილო. –კარებშივე უპასუხა და შვილისაკენ გაემართა. მივიდა, თავზე ხელი გადაუსვა, მოესიყვარულა და რაღაც განცდა დაეუფლა. ამდენი ხნის განმავლობაში, როცა ელოდა, ცრემლი არ გადმოუგდია, და ახლა უცებ აუცრემლდა თვალი.
-ტირი დედი?!
-არა შვილო. ახლა რაღა უნდა მატირებდეს ცოცხალს გხედავ.
-ვიცი მატყუებ. –ცოტა ხნის დუმილის შემდეგ აღარ ჩააცივდა და ჰკითხა: -რას ამბობს დედი ექიმი?
-ფეხზე აქვს ჭრილობებიო. ეტყობა განგებ ესროლესო.
-არა დედი. მაგის არაფერი ვიცი განგებ მესროლა თუ არა, მაგრამ ვიცი რომ დამაცდინა, უფრო სწორად რაღაც სასწაულით მომახვედრა, რადგან შეშინებული იყო და უაზროდ ისროდა. თორემ ცოცხალს არ გავუშვებდი. ფეხზე როდის დადგებაო ექიმმა?
-ლოდინია საჭირო ჭრილობის მოსაშუშებლადო.
-ისინი რას შვრებიან? გადიან? –კვლავ შეეკითხა დედას.
-აჭიანურებენ. მხოლოდ ლოდინი დაგვრჩენია, შვილო, ლოდინი.
დაჭრილი შეიშმუშნა. ალბათ ჭრილობამ თუ შეახსენა თავი. თვალები დახუჭა და ასე რამოდენიმე ხანს დაჰყო. შემდეგ დედას შეხედა და იკითხა:
-ჩემი ამბავი ვინ გითხრა?
-პოლიციელი იყო მოსული.
-სხვამ არავინ იცის?
-კი ყველამ იცის შვილო, ძლიერ გაუხარდათ.
-არა, ყველამ არა. ვინმემ თუ მიკითხა უცხომ? –შეეკითხა და პასუხს დაელოდა.
-იყო ვიღაც გოგო, ყოველდღე მოდიოდა და გკითხულობდა. ნინო მქვია, ასე მითხრა.
-ხო ვიცნობ დედი. ალბათ დღესაც მოვა და უთხარი ჩემი ამბავი. კარგად ვიცნობ და გკითხავს თავის ძმაზე ამბავს. ნუ ეტყვი ჯერ, მძიმეთაა დაჭრილი. მე და ის ერთად გადმოგვიყვანეს აქ და ბოლოს რომ ვნახე ძლივსღა სუნთქავდა. ჯერჯერობით უთხარი დაჭრილიაო და სად წევს არ ვიცითქო.
-კარგი შვილო, მაგრამ ჯობია სიმართლე მთლად იცოდეს.
-იცოდეს? –დაფიქრდა, ოთახს თვალი მოავლო და ერთ ადგილას მიაშტერდა. დედამაც იქით გაიხედა. პალატაში მეორე სწოლი იდგა, რომელზეც თვალებ დახუჭული ჯარისკაცი იწვა და მძიმედ სუნთქავდა.
-იცოდეს? მალე კარგად გაიცნობ და იცოდეს, რომ მისი ძმა ნამდვილი ჯარისკაცია და ორიდან ერთს ელის; სიკვდილს ან სიცოცხლეს.


ქუჩაში ვიღაც გარბოდა, თითქოს ვინმე მისდევსო. გაჩერდა. ამომავალ მზეს შეხედა. დასავლეთისკენ მიმავალს ჩრდილოეთიდან შავი ღრუბელი ემუქრებოდა. უცქერიდა და სახე ხანდახან გაუბრწყინდებოდა. წამით დაფიქრდა. გზიდან გადაუხვია, იქვე მოსახლეს რაღაც კითხა და წაბლისფერი თმა ააღელვა.
სირბილით აირბინა საავადმყოფოს კიბეები და პალატის კარი შეაღო. კარებში ნაცნობი დედაკაცი შეეჩეხა.
-გამარჯობათ ქალბატონო დარეჯან. როგორ არის?
დედაკაცი ცოტა ხანს შეყოვნდა და მოკლედ უპასუხა:
-კარგად.
ნინო კარებიდან გაიწია და მიმავალს გზა დაუთმო.
-როგორ ხარ გიორ... –ვეღარ დაამთავრა სიტყვა და თვალები გაუბრწყინდა.
პალატაში მისი ძმაც იწვა.

კატეგორია: ქართული პროზა | დაამატა: ადმინქართველი (16/01/2009) | ავტორი: მამუკა კვინიკაძე E
ნანახია: 478 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მართვა
სიახლეები უკრაინიდან
პირდაპირი live

  • უთხარი არა ოკუპაციას!

  • იმოქმედე!
  • რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც თავის მოქალაქეებს მხოლოდ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იცავს!!!
  • უნდა მივიღოთ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში?

    სულ: 57
     


სიახლე



კალენდარი



  • სტატისტიკა

    • free counters


    • სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0



რეკლამა

 
500
ქართული პატრიოტული ჯგუფი ,,ჩემი საქართველო"
© 2008-2016წ.©GEORGIAN PATRIOTIC GROUP ,,MY GEORGIA"
ადმინისტრატორი: ადმინქართველი მედიატორი: მედიატორი ელ. ფოსტა: adminqartveli@gmail.com ; საიტის დიზაინი GPG ,,MY GEORGIA"
საიტზე განთავსებული მასალების კოპირება სხვა საიტებზე, ან გამოყენება სხვა ფორმით, ნებადართულია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციის ნებართვით!
საიტი ჩაშვებულია 2008 წლის 3 ოქტომბრიდან; გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები