უშბა და თეთნულდი - სვანეთი - რეგიონები - სტატიები - ჩემი საქართველო





ქართული პატრიოტული ჯგუფი ,,ჩემი საქართველო''

საიტი გადავიდა ახალ მისამართზე www.mecnier.com


დამატებითი მენიუ
  • ხუთშაბათი, 30/03/2017

კატეგორია

studio GEORGIA film
studio GEORGIA film



ბოლო კომენტარები


გამოკითხვა
  • რომელი იუმორისტული შოუ მიგაჩნიათ საუკეთესოდ?

    სულ: 274
     


მთვლელი
  • სიახლეები: 817
    სტატიები: 386
    გადმოწერები: 114
    STOP RUSSIA!: 13

    ფოტო: 221

    ფორუმი: 18/19

    კომენტარი: 3437
    ბმულები: 25
    მოითხოვე!: 39




რეკლამა
მთავარი » სტატიები » რეგიონები » სვანეთი

უშბა და თეთნულდი
უშბა და თეთნულდი (არასრულადაა)
(ლეგენდა)


   მზეს ულამაზესი ასული   ყავდა. დღე ღრუბლებთან ერთობოდა, საღამოობით კი ვარსკვლავებთან თამაშით იქცევდა თავს. ერთხელ დედა-მზეს უთხრა:
  - აღარ მინდა ცაში ყოფნა, მომბეზრდა ღრუბლები და ვარსკვლავები.
  მზეს გაუკვირდა. მას ხომ გამგონე შვილი ყავდა.
  - აბა რა გინდა? - შეეკითხა იგი.
  - მეც არ ვიცი. - ამოიოხრა მზის ასულმა. შემდეგ ყოყმანით დაუმატა: - წამიყვანე დედამიწაზე.
  დედა-მზე ცოტა ხნით ჩაფიქრდა, შემდეგ თავის ლამაზ ასულს ღიმილით შეხედა:
  - კარგი, წაგიყვან დედამიწაზე და ყველაზე ლამაზ კუთხეს გიჩვენებ. რამდენ ხანსაც მოისურვებ, იმდენ ხანს დარჩი იქ, როცა მოგბეზრდება, ისევ ცაში ამოგიყვან. შემდეგ ხელები მოხვია და ჩამოიყვანა შიხრაში (ადგილი მდინარე დოლრას ხეობაში). დედა-მზემ ფრთხილად დასვა თავისი ასული მწვანედ მობიბინე მდელოზე და თითონ კვლავ ცას მიაშურა, რათა სამყაროსათვის ნათელი მოეფინა და გაეთბო.

  მზის ასული მწვანედ მობიბინე მდელოზე დარჩა. კარგა ხნის შემდეგ ნელა წამოდგა და აღტაცებით მიმოიხედა: მთებში მოქცეული პატარა ჭალა მართლაც ძალზე ლამაზი იყო. არასოდეს აქედან არსად არ წავალ. - გადაწყვიტა მზის ასულმა.
  კარგა ხანს დარჩა მზის ასული შიხრაში. დედა-მზე ყოველდღე აკითხავდა ხოლმე და კმაყოფილი ბრუნდებოდა უკან, რადგან მისი ერთადერთი ასული თავს კარგად გრძნობდა.
  ხანი გავიდა და მზის ასული მიეჩვია თავის ახალ სამყოფელს. შემდეგ გადაწყვიტა სხვა ადგილებიც მოენახულებია, დედა-მზის მოსვლას აღარ დალოდებია და ნიავს სთხოვა წამიყვანეო.
  ნიავმაც შეუსრულა თხოვნა, ნაზად მოხვია და ფრთხილად გაუდგა გზას. მზის ასული ტკბებოდა ბუნების ჭვრეტით. ასე გაიარეს სოფელი. სოფელს ეძინა. შემდეგ გორაკებს ჩამოყვნენ. კიდევ შემოხვდათ პატარა სოფელი. შემდეგ გადაწყვიტეს მდინარეს გამოჰყოლოდენ. ნიავი ღიმილით ეკითხებოდა, ხომ არ დაიღალე, ხომ არ დავისვენოთო, მაგრამ მზის ასული მოუთმენლობამ შეიპყრო. მას სურდა რაც შეიძლება ბევრი რამ ენახა. ასე დაეშვნენ სულ დაბლა და დაბლა. შემდეგ სხვა მდინარე შემოხვდათ, რომელიც ზათქითა და გუგუნით მიექანებოდა მთებს შორის.
  მზის ქალწულის თხოვნით ახლა

კატეგორია: სვანეთი | დაამატა: ადმინქართველი (17/12/2011) | ავტორი: მამუკა კვინიკაძე E
ნანახია: 524 | ტეგები: უშბა და თეთნულდი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მართვა
სიახლეები უკრაინიდან
პირდაპირი live

  • უთხარი არა ოკუპაციას!

  • იმოქმედე!
  • რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც თავის მოქალაქეებს მხოლოდ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იცავს!!!
  • უნდა მივიღოთ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში?

    სულ: 57
     


სიახლე



კალენდარი



  • სტატისტიკა

    • free counters


    • სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0



რეკლამა

 
500
ქართული პატრიოტული ჯგუფი ,,ჩემი საქართველო"
© 2008-2017წ.©GEORGIAN PATRIOTIC GROUP ,,MY GEORGIA"
ადმინისტრატორი: ადმინქართველი მედიატორი: მედიატორი ელ. ფოსტა: adminqartveli@gmail.com ; საიტის დიზაინი GPG ,,MY GEORGIA"
საიტზე განთავსებული მასალების კოპირება სხვა საიტებზე, ან გამოყენება სხვა ფორმით, ნებადართულია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციის ნებართვით!
საიტი ჩაშვებულია 2008 წლის 3 ოქტომბრიდან; გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები